ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება.
მანამდე, დანიელსონი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. დღის მეორე ნახევარში კი შეხვედრებს გამართავს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.