კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმართება.

„ქართული ოცნების“ მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარტიის წევრი შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა. დანიელსონმა გუშინ შეხვედრები გამართა საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ამასთან, კრისტიან დანიელსონი დღეს დილით შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, შემდეგ კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.