პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია დღეს კრისტიან დანიელსონს კიდევ ერთხელ შეხვდება.
როგორც კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ხვალ უკვე სავარაუდოდ, საერთო ფორმატში გაგრძელდება დიალოგი და დისკუსია მხარეებს შორის.
„ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ რამდენიმე დეტალი იმ სავარაუდო შეთანხმების, რომელზეც მიმდინარეობს დიალოგი. დღის განმავლობაში კიდევ გაიმართება შეხვედრები. ჩვენც გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა დღეს 18:00 საათზე და გაგრძელდება დეტალების განხილვა. ხვალ უკვე სავარაუდოდ, საერთო ფორმატში გაგრძელდება დიალოგი და დისკუსია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.