ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის ტომას ჰენდრიკის განცხადებით, აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც ავტორიტარებს ახარებთ დემოკრატიის მორიგი ექსპერიმენტის ჩაშლა, ოცნებობენ, რომ საქართველო დაბრუნდეს დამონებულ ქვეყანათა ჯგუფში, სადაც დემოკრატია მართვადია.
ექსპრეზიდენტის თქმით, საქართველოს მაპისკენასაც არ გადაუდგამს ნაბიჯი ამიტომ, ნაბიჯის გადადგმა NATO-ზე მეტად საქართველოზეა დამოკიდებული.
,, საქართველოსთვის ევროკავშირზე უფრო ფუნდამენტური საკითხი NATO-ა. დემოკრატიის ერთგულებისადმი ქცევა ძალიან მნიშვნელოვანია NATO-სთვის. ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, რომ სამხედრო ძალით დაეხმარონ სხვა წევრებს თუ მათზე აგრესია განხორციელდა და თუ ყველა ქვეყნის მეთაური არ დარწმუნდა იმაში, რომ კონკრეტული სახელმწიფო იზიარებს ჩვენს ფასეულობებს, მაშინ ვერავინ დაარწმუნებს მათ იმაში, რომ თავი უნდა გაწირონ თქვენი დაცვისთვის. სწორედ ამიტომ მოითხოვს NATO ასე დაჟინებით საერთო ღირებულებების გაზიარებას.
სამწუხაროდ, საქართველოს მაპისკენასაც არ გადაუდგამს ნაბიჯი ამიტომ, ნაბიჯის გადადგმა NATO-ზე მეტად საქართველოზეა დამოკიდებული.
მე თავის დროზე ასეთი სტრატეგია ავირჩიე, ჯერ ევროკავშირის წევრობა, შემდეგ NATO. როგორც კი ევროკავშირში იქნებით სკეპტიკოსები ვეღარ მისცემენ ხმას თქვენ NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგ, ამიტომ თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი, რომ ევროკავშირსი გაწევრიანებ მოხდეს პარალელურად კი NATO-ზე იმუშაონ.
90-იანების თავდაპირველი გეგმა იყო, რომ ევროკავშირში მიეღოთ სლოვაკეთი, ჩეხეთი და პოლონეთი, შემდეგ ბულგარეთ და რუმინეთი, ალბათ შემდეგ განიხილავდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, ამიტომ ჩვენ ალბათ მართლა საუკეთესოები უნდა ვყოფილიყავით, რომ ევროკავშირში ვინმეს მივეწვიეთ, თუმცა საბოლოოდ ის მოხდა, რომ ესტონეთმა სლოვაკეთის ადგილი დაიკავა, რადგან მაშინ სლოვაკეთს ავტორიტარული ტენდენციების ვლადიმერ მეცია მართავდა.
ეს იოლი არ არის, ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ, აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც ბევრი სიხარულით ან კმაყოფილებით უყურებს ამ საკითხს. ავტორიტარებს ახარებთ დემოკრატიის მორიგი ექსპერიმენტის ჩაშლა, ოცნებობენ, რომ საქართველო დაბრუნდეს დამონებულ ქვეყანათა ჯგუფში, სადაც დემოკრატია მართვადია.
არანაკლებ შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციას აღიქვამს იმისათვის, რომ თქვან თქვენი ადგილი აქ არ არის", - განაცხადა ჰენდრიკმა ტელეკომპანია "მთავარი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში.