ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი 6 აპრილს თურქეთში გაემგზავრებიან. ინფორმაციას თურქული გამოცემა Anadoly ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდებიან.
გასულ კვირას გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვეტილება მიიღეს, თურქეთთან თანამშრომლობა გააძლიერონ, მათ შორის ეკონომიკისა და მიგრაციის საკითხებში.