ევროპარლამენტარები: პროგრესი მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც პოლიტიკაში ანტაგონიზმი და პოლარიზაცია კონსტრუქციული თანამშრომლობით შეიცვლება

ევროპარლამენტარები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლება-ოპოზიციას მოუწოდებენ, რომ პარტიული ინტერესები გვერდზე გადადონ და შეთანხმებას მიაღწიონ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპარლამენტარები მზად არიან დაეხმარონს საქართველოს ამ რთულ ვითარებაში, მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის შეთახმების მიღწევა მოხდება

„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, გვერდზე გადადონ თავიანთი პარტიული ინტერესები საქართველოს მომავლისთვის, იმუშაონ კონსტრუქციულად კრიზისის გადასაჭრელად და თავი შეიკავონ ისედაც მწვავე პოლიტიკური კლიმატის გაღვივებისგან. ქვეყნის საპარლამენტო დემოკრატიის სტაბილურობა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები ამ ძალისხმევად ღირს.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის მედიაციის მცდელობებს, რომელიც ჩატარდა ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ. მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად, რაც ჯერ კიდევ შესაძლებელია და საქართველოს მოქალაქეები და მათი საჭიროებები დებატების ცენტრში დააყენონ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეასრულებს თავის პასუხისმგებლობას და გამონახვას გზას არსებული კრიზისიდან.

მხარეთა შორის, ევროპარლამენტი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს არჩეულ გზას ევროკავშირთან ღრმა ურთიერთობისკენ. ჩვენ უზრუნველვყავით ქვეყნის მუდმივი მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ ქვეყანამ ეს გზა გააგრძელოს.

მნიშვნელოვანი პროგრესი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ქართულ პოლიტიკაში ანტაგონიზმი და პოლარიზაცია კონსტრუქციული თანამშრომლობით შეიცვლება და როდესაც ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს შეეძლებათ სათანადოდ შეასრულონ თავიანთი როლი. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ რთულ ვითარებაში. მას შემდეგ, რაც მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას, ჩვენ მზად ვართ, განვახორციელოთ საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ევროპარლამენტის დემოკრატიული მხარდაჭერის ზომების სრული სპექტრი", - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას ხელს შემდეგი ევროპარლამენტარები აწერენ: დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი, ანდრიუს კუბილიუსი, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, მიხაელ გალერი და პეტრას აუსტრევიჩუსი.