საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი პარტია დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს და ოპოზიციურ პარტიებს კონსტრუქციული მიდგომისკენ მოუწოდა.
„საქართველოს მომავალი ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრობაა და იგი ძლიერ დემოკრატიას უნდა ეფუძნებოდეს. შესაბამისად ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს. მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს მსგავსი კონსტრუქციული მიდგომა გამოიჩინონ საქართველოსთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ეს არის ის, რაც სჭირდება და რასაც ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმსახურებს“, - წერს არჩილ თალაკვაძე Tweeter-ზე.