რუსეთისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის – Sputnik V-ის შეძენის გამო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა.
იგორ მატოვიჩის განაცხადებით, ის თანამდებობას პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ტოვებს, რომელიც რუსული ვაქცინის შეძენის გამო შეიქმნა.
Associated Press-ის ინფორმაციით, იგორ მატოვიჩის ადმინისტრაცია ევროპის კონტიგენტზე პირველი მთავრობაა, რომელიც კორონავირუსის გამკლავებასთან დაკავშირებული მიზეზით დაიშალა.
ეს გადაწყვეტილება მმართველ ძალად კვლავ ამჟამინდელ კოალიციას დატოვებს, რომელსაც პარლამენტში კომფორტული უმრავლეობა აქვს.