რუსეთის ბომბდამშენებისა და ავიაგამანადგურებლების ფრენის უჩვეულოდ გახშირების გამო, ჩრდილოეთ ატლანტიკის, ჩრდილოეთის ზღვის, შავი ზღვისა და ბალტიის ზღვის თავზე, NATO-ს თვითმფრინავები 10-ჯერ აფრინდნენ.
როგორც ალიანსის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, მთლიანობაში, ორგანიზაციის თვითმფრინავებმა ალიანსის საჰაერო სივრცის მახლობლად ექვსი საათის განმავლობაში რუსული სამხედრო თვითმფრინავების 6 სხვადასხვა ჯგუფი დააფიქსირეს.
შავი ზღვის თავზე თურქეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის გამანადგურებლები ავიდნენ ცაში მას შემდეგ, რაც ალიანსის რადარებმა NATO-ს საჰაერო სივრცის მახლობლად აღმოაჩინეს რუსეთის სამი სამხედრო თვითმფრინავი და აედევნენ მათ, სანამ ისინი ამ რაიონს დატოვებდნენ.
კიდევ ერთი ინციდენტისას ბალტიის ზღვის თავზე აღმოაჩინეს რუსული საზღვაო-საპატრულო გემი, რომელიც გამანადგურებლების თანხლებით მოძრაობდა.