კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკებებზე: სამწუხაროა , რომ ეს გადაწყვეტილება არცერთმა პარტიამ არ მიიღო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, მის მიერ შემოთავაზებული წინადადებები არცერთმა პარტიამ არ მიიღო.

როგორც დანიელსონმა განაცხადა, ევროკავშირის მიზანი არ არის მხარეებს საკუთარი წინადადებები თავს მოახვიოს და ეს არ არის ევროკავშირის მეთოდი.

მისივე თქმით, მაგიდასთან არცერთი პარტია არ აღმოჩნდა მზად კომპრომისის მისაღწევად.

,,დავასრულე მეორე მედიიაცის მისია. მე ვიქნები ძალიან მკაფიო. არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის, ეს არის გადაწყვეტილებაა, რომელიც საარჩევნო სისტემასა და მართლმსაჯულების ცვლილებას.

ეს არი გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას., რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვებულებას სქრათველოს წინაშე.

ასევე გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობას. მე წარმოვადგინე წინადადებები, ეს გადაწყვეტილებები ქვეყნის ინტერებს აყენებს ყველა სხვა ინტერესებზე მაღლა.

სამწუხაროა , რომ ეს გადაწყვეტილება არცერთმა პარტიამ არ მიიღო", - განაცხადა დანიელსონმა

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. დანიელსონი საქართველოში 28 მარტს ჩამოვიდა და გუშინ, 29 მარტს, კონსულტაციები გამართა პარტიების წარმომადგენლებთან.

კონსულტაციების დასრულების შემდეგ კრისტიან დანიელსონმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დადებდა ტექსტს/დოკუმენტს და, როგორც აღნიშნა, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა იქნება შესაძლებლობა პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომ აჩვენონ თავიანთი დემოკრატიული სიმწიფე.