ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ, ის შარლ მიშელს შეხვდება და ის გადაწყვეტს რა იქნება შემდგომი სამოქმედო ნაბიჯი. ამის შესახებ დანიელსონმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებები შემდეგ განაცხადა.
„სამწუხაროდ მაგიდასთან არ ყოფილა მზაობა, რომ მიღწეულიყო კომრპომისი. მე ახლა მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში და ის გადაწყვეტს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, როდის იქნება ისინი გადადგმული.
მინდა, მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს, მე ვიცი, რამდენად ელოდებოდით, რა მოხდებოდა და სრულიად ვიზიარებ თქვენს ფრუსტრაციას. მივესალმები ყველა ძალისხმევას, რომელიც იყო პროცესის მსველობაში. არასამთავრბო ორგანიზაციებმა ძალიან სასარგებლო წინადადებები შემოიტანეს, ასევე მედიას ჰქონდა მაღალი დონე ამ პროცესის გაშუქების და ეს პოლიტიკურ ლიდერებს ანგარიშვალდებულს ხდიდა.
როდესაც მე ბრიუსელში დავბრუნდი, ამ დარწმუნებას ჩავიტან იქ, რომ ასეთ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, როგორიც საქართველოში არსებობს, ერთ დღეს მოახერხებს ეს ფურცელიც გადაფურცლოს და წინ წავიდეს თავისი ამბიციური მომავლისკენ. რა თქმა უნდა, ევროკავშირი მზად არის, რომ დაეხმაროს საქართველოს ყველა ნაბიჯზე ამ გზაზე“, – განაცხადა დანიელსონმა.