ირაკლი კობახიძე: ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას ვადამდელი არჩევნების შესახებ.

მისი შეფასებით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დასავლეთი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს.

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე და მისი ჩატარების რაიმე პირდაპირ თუ არაპირდაპირ შესაძლებლობაზე,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.