,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა დოკუმენტს, რადგან მასში არ იყო გადაწყვეტა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ.
მისივე განცადებით, ,,ქართული ოცნების" გამო წარდგენილი დოკუმენტი მთლიანად ვერ ამოწრავდა ვითარებას.
,,ჩვენთვის არცერთი ხედვა არ იქნება მისაღები არცერთ ეტაპზე, რომელიც არ ამოწურავს პოლიტპატიმრების - მელიას და რურუას საკითხს და ვადამდელი არჩევნების საკითხს. მინდა შეგახსენოთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში მკაფიოდ წერია საკვანძო საკითხები - პოლიტიკური საქმეები და ვადამდელი არჩევნები. დღევანდელ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე არანაირი გადაწყვეტა არ არის "ქართული ოცნების" პოზიციის გამო, ამიტომ, ჩვენთვის ეს დოკუმენტი მთლიანად ვერ ამოწურავდა ვითარებას", - განაცხადა ბოკერიამ.