,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნებისგან" წინააღმდეგობა შეხვდა დოკუმენტში შემავალ ყველა პუნქტს.
,,ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ არცერთ პუნქტს ამ დოკუმენტში არ ეთანხმებოდა, მათ შორის, არ ეთანხმებოდა ცესკოს ცვლილებებს, საარჩევნო კომისიის ცვლილებებს, პროკურორის დანიშვნის ახალ წესს, არ ეთანხმებოდა ძალაუფლების განაწილების საკითხს, ჩვენ სამივე ამ პუნქტში ჩამოთვლილს ვეთანხმებით.
სამწუხაროდ ჩვენ ვნახეთ ნულოვანი სახელმწიფოებრივი პოზიცია. ქვეყანას მართავენ არა ადამიანები, ვისაც ნამდვილად უნდათ რამე გააკეთონ ქვეყნისთვის, არამედ კორუმპირებული მძარცველები, რომელთაც უნდათ როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება. სამ საკითხს, რომელიც გამოქვეყნდა ამ დოკუმენტში, მე დღესვე მზად ვარ ხელი მოვაწერო, მაგრამ ორი საკითხი, რომელიც მანდატით იყო განსაზღვრული, არ არის შეთანხმება. „ქართულმა ოცნებამ“ დღეს გადაწყვიტა, რომ ორიდან ერთი ადამიანი მძევლად დაიტოვოს, შარლ მიშელთან გაცემულ თავისივე პირობაზე თქვას უარი და არანაირი ჩანაწერი არ გაკეთდა ამ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე. გადაწყვიტეს ფარსად აქციონ საარჩევნო რეფორმა, ზედაპირულად წარმოგვიდგინონ საარჩევნო რეფორმა, მოგვიყარონ რაღაც თანამდებობები პარლამენტში და ეგონათ, რომ ამაზე ოპოზიცია დათანხმდებოდა," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.