Politico-ს ინფორმაციით, გასულ წელს, რუსმა ჰაკერებმა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების ათასობით ელექტრონული წერილი მოიპარეს.
გამოცემის ინფორმაციით, ჰაკერებმა წვდომა მიიღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიისა და აღმოსავლეთ აზიის ბიუროების მიმოწერაზე.
აღსანიშნავია, რომ ჰაკერებს სახელმწიფო დეპარტამენტის გასაიდუმლოებულ ქსელზე წვდომა არ მიუღიათ.
სახელმწიფო დეპარტამენტში კიბერშეტევის მასშტაბისა და სხვა დეტალების შესახებ არ საუბრობენ.