გაერო ცენტრალური აფრიკის მთავრობის მიერ დაქირავებულ რუს სამხედროებს, მოქალაქეების დახვრეტასა და წამებაში ადანაშაულებს

გერო შეშფოთებას გამოტქვას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაქირავებული რუსი სამხედროების ქმედებებზე. აღნიშნულ რესპუბლიკაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.

როგორც გაერო-ს ექსპერტების განცხადებაშია ნათქვამი, დაქირავებული რუსი სამხედროების სავარაუდო კანონდარღვევები მოიცავს: მასობრივ დახვრეტებს, გაუსამართლებლად დაპატიმრებებს, წამებას, გატაცებას, სამოქალაქო პირებისთვის ძალდატანებით გადაადგილებას, სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ იერიშებს და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებზე თავდასხმებს.

„ექსპერტებმა მიიღეს და კვლავაც იღებენ ცნობებს ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის უხეში დარღვევის შესახებ, რაც უკავშირდება კერძო სამხედრო პერსონალს, რომელიც მოქმედებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ზოგჯერ გაეროს მშვიდობის დამცველებთან ერთადაც“, ნათქვამია ექსპერტების 31 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სავარაუდო კანონდარღვევები მოიცავს მასობრივ დახვრეტებს საველე სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუსამართლებლად დაპატიმრებებს, წამებას, გატაცებას, სამოქალაქო პირებისთვის ძალდატანებით გადაადგილებას, სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ იერიშებს და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებზე თავდასხმებს.

ექსპერტების თქმით, ისინი ღრმად შეშფოთებული არიან ყოველივე ამასთან რუსული კერძო დაქირავებული მებრძოლების კავშირით, რომლებიც ეკუთვნიან ორგანიზაციებს Sewa Security Services-ს, Lobaye Invest SARLU-ს და რუსეთში მოქმედ ორგანიზაციას, რომელიც Vagner Group-ის სახელითაა ცნობილი.

გაეროს ექსპერტების თქმით, საქმე ეხება მთელ რიგ ძალადობრივ თავდასხმებს 27 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.