უკრაინის საზღვარზე, რუსეთი სამხედროების მასშტაბურ მობილიზაციას ახორციელებს - უკრაინის გენშტაბის უფროსი

უკრაინის გენშტაბის უფროსის, რუსლან ხომჩაკის განცხადებით, უკრაინის საზღვარზე რუსეთი სამხედროების მასშტაბურ მობილიზაციას ახორციელებს. ამის შესახებ ხომჩაკმა "ამერიკის ხმის" უკრაინულ რედაქციას განუცხადა.

როგორც ხომჩაკი აღნიშნავს, რუსი სამხედროების მობილიზაცია მიმდინარეობს “სტრატეგიული წვრთნების მზადების ნიღბის ქვეშ“.

"ოკუპირებულ დონბასში საბრძოლო ბრიგადის, პოლკების და მომზადების დანაყოფების დამატებით ათასობით ჯარისკაცი იქნა განთავსებული, რომლებიც ადგილზე რუსეთის ჯარს ეხმარებიან. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები განაგრძობენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას აღმოსავლეთ უკრაინაში", - აცხადებს უკრაინის გენშტაბის უფროსი რუსლან ხომჩაკი.