იტალიამ ჯაშუშობის ბრალდებით, ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. აღნიშნული ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულია იტალიის ფლოტის კაპიტანი, ჯაშუშობაში მონაწილეობის ბრალდებით.
რომის პოლიციის განცხადებით, საზღვაო ძალების კაპიტანი და რუსეთის საელჩოს ოფიციალური პირი რომში, საპარკინგო სივრცეში საიდუმლო დოკუმენტების გადაცემის პროცესში დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დანაშაულები, რომელიც ჯაშუშობას და სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, რომ იტალიამ ოფიციალური პროტესტი გამოუცხადა რუსეთის ელჩს და საქმის დეტალები აცნობა, ასევე ორი რუსი დიპლომატის დაუყოვნებლივი გაძევების შესახებ.