ჯო ბაიდენმა აშშ-ის ინფრასტრუქტურის განვითარების $2.3 ტრილიონიანი გეგმა წარადგინა

ჯო ბაიდენმა აშშ-ის ინფრასტრუქტურის განვითარების $2.3 ტრილიონიანი გეგმა წარადგინა, რადგან მისი ადმინისტრაცია აქცენტს აკეთებს პოსტ პანდემიის ეკონომიკის გაძლიერებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას Cbnc ავრცელებს.

გეგმა 8-წლიანია და ითვალისწინებს მილიარდობით აშშ დოლარის გამოყოფას მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაფართოების, წყლის მილების შეცვლის, სუფთა სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის და ახალ, უფრო სუფთა ენერგიის წყაროებზე გადასვლის მიზნით. ის ასევე მოხმარდება მოხუცთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულებებში პირობების გაუმჯობესებას, სკოლების მოდერნიზებას.

"ეს [გეგმა] არის იშვიათი ინვესტიცია ამერიკაში, ათწლეულების წინ შტატთაშორისი მაგისტრალის სისტემის აშენებისა და კოსმოსური რბოლის შემდეგ მსგავსი არაფერი გვინახავს. რეალურად, ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია ამერიკულ სამუშაო ადგილებში მეორე მსოფლიოს შემდეგ. შეიქმნება მილიონობით კარგად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილი" - თქვა ბაიდენმა ქალაქ პიტსბურგში სიტყვით გამოსვლის დროს.

ბაიდენის თქმით, დაფინანსების პაკეტი ქვეყანაში მილიონობით სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს. ბაიდენის გეგმა, სხვა ინიციატივებთან ერთად, გადასახადის განაკვეთს 21% -დან 28% -მდე გაზრდას და საგადასახადო კოდის შეცვლას ითვალისწინებს, რისი მიზანიც, იმ ხარვეზების აღმოფხვრაა, რაც კომპანიებს მოგების საზღვარგარეთ გადატანის საშუალებას აძლევს. პრეზიდენტის მიერ ინიცირებული გეგმა კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.

თეთრი სახლის თანახმად, გადასახადების გაზრდა მომავალი 15 წლის ხარჯებს აანაზღაურებს.