1500-მდე ექიმი პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის მკურნალობას პეტიციით მოითხოვს

პატიმრობაში მყოფმა ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა დაიწყო. ათას ხუთასამდე ექიმი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევას, და სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ითხოვს.

ექიმებმა სპეციალურ მოთხოვანს მოაწერეს ხელი, რომელიც რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურს და რუსეთის ხელისუფლებას გაუგზავენს.

„გაეწიოს სამედიცინო მომსახურეობა საპატიმროში მყოფ ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის, რომლსაც ზურგის არეში ძლიერი ტკივილები აქვს“, -აღნიშნულია ექიმების წერილში, რომელსაც გამოცემა The Insider აქვეყნებს. მედიის ცნობით, წერილზე ხელმომწერი ექიმების რაოდენობა საათობრივად იზრდება.

ექიტმმა ანდრეი ვოლნამ განაცხადა, რომ მიმართვა ეფუძნება არა პოლიტიკურ მრწამსს, არამედ ადამიანის მიმართ საექიმო მოპყრობას. მისი თმით, რუსეთის პენიტენციალურ სისტემაში სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პრობლემა კარგა ხანია მომწიფდა“.

ალექსეი ნავალნიმ ექიმის და სამედიცინო დახმარების მიღების მოთხოვნით შიმშილობა 31 მარტს დაიწყო.

„მაქვს უფლება მოვიწვიო ექიმი და მივიღო წამლები. არც ერთს და არც მეორეს ჯიუტად არ მაძლევენ. ზურგის ტკივილი ფეხზე გადავიდა. მარჯვენა, ახლა კი მარცხენა ფეხის მონაკვეთებშიც, დავკარგე მგრძნობელობა.კოლონიაში ბრძოლის სხვა მეთოდები გარდა შიმშილობისა, არ არსებობს, აცხადებს ნავალნი“ - წერს ნავალნი თავის პოსტში.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს პოლიტიკური ოპონენტის უფლებების პატივისცემისკენ და ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის შენარჩუნებისკენ მოწოდებით მიმართეს გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა, ენგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა.