მამუკა მდინარაძე: თუ ოპოზიცია დანიელსონის შეთავაზებულ დოკუმენტს დათანხდება, მზად ვართ მოლაპარაკების გასაგრძელებლად

თუ ოპოზიცია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ დადებულ პირობებზე დასთანხმდება, მათთან საუბარს, ნებისმიერ რეჟიმში განვაახლებთ, - აამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

დღს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასაკარგი დრო მმართველ გუნდს არ აქვს.

„პრემიერ-მინისტრს აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ჩვენ დრო არ უნდა დავკარგოთ ვიღაცის ახირებებზე მსჯელობისთვის და მსჯელობაში. ჩვენ საქმიან რაკურსსა და საქმეზე უნდა გადავიტანოთ ჩვენი დღის წესრიგი. იმ შემთხვევაში თუ რადიკალური ოპოზიცია მზად იქნება იმ მოლაპარაკებების განახლებისთვის, სადაც არა ჩვენ, არამედ ჩვენმა ევროპელმა პარტიორებმა კონკრეტული პირობები მოლაპარაკების მაგიდაზე დადეს, რასაც პრინციპულად ვეთანხმებოდით და მზად ვიყავით ხელი მოგვეწერა მცირე შენიშვნის თანხლებით, თუ ამაზე განაახლებენ საუბარს და წამოვლენ, მაშინ ჩვენ მზად ვართ ამ მოლაპრაკებებში ხელახლა ჩავერთოთ. უამრავი პრობლემაა ქვეყანაში და არა მათი მოგონილი კრიზისი. მოლაპარაკების შეწყვეტაზე არაა აქ საუბარი. თუ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ დადებულ პირობებზე იქნებიან თანახმა, ჩვენ განვაახლებთ მათთან საუბარს, ნებისმიერ რეჟიმში“, - განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უფლებას იტოვებენ, აღარ დაკარგონ დრო ახირებებზე, არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე, არამედ ორიენტირებული იყვნენ ხალხისა და ქვეყნის პრობლემებზე.