საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე: თუ შევთანხმდებით, რომ არ გვინდა არც ერთი რუსი ტურისტი, ეს უნდა იყოს საერთო გადაწყვეტილება

"საზოგადოება თუ შევთანხმდებით, რომ არ გვინდა არც ერთი რუსი, ვიდრე ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, მაშინ ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო გადაწყვეტილება და კი ბატონო, ამ გადაწყვეტილების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება, უნდა ჩამოყალიბდეს, რა პოზიცია გვაქვს როგორც რუსი ტურისტების, ასევე ზოგადად რუსეთის მიმართ.

"იმაზე თუ შევთანხმდებით, რომ ჩვენთვის საჭიროა რუსი ტურისტები ჩამოვიდნენ, მაშინ ცალკეული ადამიანების გამოყოფა არ შეიძლება და ერთადერთი კრიტერიუმი შეიძლება იყოს ის, ამ ადამიანს დარღვეული აქვს თუ არა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი. ეს არის მთავარი გადასაწყვეტი საკითხი. როცა შევთანხმდებით, კითხვები მოიხსნება.

ასეთი შემთხვევები შეიძლება ძალიან ბევრი იყოს. მოგეხსენებათ, საქართველოში პანდემიამდე მილიონამდე რუსი ტურისტი ჩამოდიოდა და ყველას იმის კითხვას ვერ დავუწყებთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით რა პოზიციაზე არიან. საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ მთავარ პირობაზე, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შგახსენებთ, რომ 31 მარტს,

ცნობილი რუსი ჟურნალისტი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად 32 სტუმართან ერთად, კერძო თვითმფრინავით ჩამოფრინდა. სამოქალაქო აქტივისტებმა პოზნერის ჩამოსვლის გამო სასტუმროსთან, სადაც ის დაბინავდა საპროტესტო აქცია მოაწყეს და სასტუმროს კვერცხები დაშინეს და ელექტრო ენერგია გაუთიშეს. აქციის მონაწილეები აფხაზეთის შესხებ პოზნერის განცხადებას და რუსი სტუმრების მხრიდან კომენდანტის საათის წესების დარღვევას აპროტესტებდნენ.

შსს-ს თანახმად, „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლოებმა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრა პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია“. დაჯარიმებულთა შორისაა პოზნერიც.

რუსმა ჟურნალისტმა რომელიც საქართველოში დარჩენას რამდენიმე დღით გეგმავდა თბილისი დღეს დილით, სტუმრებთან ერთად დატოვა.