აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, „რუსეთის მხრიდან დონბასსა და ყირიმში აგრესიის გაგრძელების პირობებშიც კი ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის გამო და მიუსამძიმრა 26 მარტს ცეცხლის გახსნის შედეგად დაღუპული ოთხი უკრაინელი სამხედროების ოჯახებს.

ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელებისთვის აუცილებელია, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა დაცული იყოს და გატარდეს ეკონომიკური რეფორმები.