ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკურ ელიტს არეულობის დასრულება არ სურს და ქართველი ხალხი გამოსავალს რაც შეიძლება მალე იმსახურებს.
,,წამყვანი ევროპარლამენტარების ნათელი განცხადებაა საქართველოს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე. ევროპარლამენტში ჩვენთვის, საქართველოს მეგობრებისთვის, ძალიან იმედგამაცრუებელია იმის აღქმა, რომ პოლიტიკურ ელიტას ამ არეულობის დასრულება არ სურს. ქართველი ხალხი გამოსავალს რაც შეიძლება მალე იმსახურებს", - წერს ევროპარლამენტარი tweeter-ზე