ლოიდ ოსტინმა თურქეთს მოუწოდა, უარი თქვას რუსულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ზე

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი თურქეთს რუსულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

ოსტინმა თურქ კოლეგა ჰულუს აქართან სატელეფონო საუბრისას ამერიკა-თურქეთის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„მხარეებმა NATO-ს აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგზე არასტაბილური ვითარება განიხილეს, მათ შორის ის გამოწვევები, რომელიც რუსეთისგან მოდის. თავდაცვის მდივანმა ოსტინმა ამერიკა-თურქეთის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა აღნიშნა და თურქეთს მოუწოდა, უარი თქვას რუსულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ზე“, - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ tweetr-ზე გავრცელებულ განცხადებაში.