ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
როგორც Europetime-ს ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს, დღევანდელი შეხვედრა სამუშაო ხასიათის იყო და ეს არ უკავშირდებოდა შარლ მიშელის პირადის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ვიზიტის დასრულებას.