Reuters-ი: იტალიელმა კაპიტანმა რუსეთს საიდუმლო მასალები გადასცა

Reuters-ის ინფორმაციით, იტალიის პოლიციამ იპოვა საიდუმლო ინფორმაციის შემცველი მასალები, რომელიც იტალიის საზღვაო ძალების კაპიტანმა რუსეთის სამხედრო ატაშეს 5 000 ევრო ($5,900) სანაცვლოდ გადასცა.

პოლიციამ ამოიღო ელექტრონული მეხსიერების ბარათი, რომელზეც 181 ფოტოა. მათ შორის 47 NATO-ს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს.

აღსანიშნავია, რომ 54 წლის უოტერ ბიოტი სამშაბათს რომის ავტოპარკში დააკავეს.

დაკავებული კაპიტნის ადვოკატი რობერტო დე ვიტა იტალიურ მედიასთან ინტერვიუებში ამბობს, რომ მისი კლიენტი რუსეთისთვის ინფორმაციის მიყიდვას აღიარებს, მაგრამ ამბობს, რომ ეს არ იყო საიდუმლო მასალა.