საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპარლამენტარების გზავნილების სერიოზულად მიღებაა საჭირო.
ჰარცელის თქით, განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლები, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობებს
„ევროპარლამენტის წევრების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ არ შემიძლია, ვისაუბრო ევროპარლამენტის ან ინდივიდუალური წევრების სახელით.
უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ცხადი გზავნილები გამოდის და საგულისხმოა, რომ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლები, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობებს. უნდა ითქვას, რომ საჭიროა ამ გზავნილების სერიოზულად მიღება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარები მწუხარებას გამოთქვამენ, რომ საქართველოში პოლიტიკური ლიდერები შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის წინადადებებს არ დაეთანხმნენ და მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა. ამის შესახებ ევროპარლამენტარებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს.