დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იტალიის მოქალაქეს სანქციები შეცდომით დაუწესა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ერთ-ერთი ბოლო სანქცია იტალიის მოქალაქეს, რომელსაც ვერონაში რესტორანი აქვს, სანქციები შეცდომით დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

აღნიშნული შეცდომა მაშინ მოხდა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციას ვენესუელური ნავთობით მოვაჭრე პირები შავ სიაში შეჰყავდათ.

როგორც თეთრი სახლი განმარტავს, ვენესუელური ნავთობით უკანონოდ ვაჭრობაში მონაწილე პირს და იტალიის მოქალაქეს იდენტური სახელი და გვარი აქვთ.

რესტორნის მფლობელმა ალესანდრო ბაზონიმ იანვარში აღმოჩინა, რომ აშშ ხაზინის შავ სიაში იმყოფებოდა. მისივე თქმით ხარვეზი უკვე გამოსწორებულია და დაწესებული სანქციებიც მოუხსნეს.