ჯონ მაკკეინის ქალიშვილი მეგან მაკკეინი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აკრიტიკებს და ამბობს, რომ თეთრი სახლის ახალ ლიდერი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დასახმარებლად არაფერს აკეთებს.
The Hill-ის ინფორმაციით, მეგან მაკკეინმა ასევე განაცხადა, რომ თუკი პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს მკვლელს უწოდებს და არაფერს მოიქმოდებს, ამით მას ნავალნის მოკვლის საშუალებას მისცემს.
,,თუ პრეზიდენტი პუტინს უბრალოდ მკვლელს უწოდებს, მაგრამ შემდეგ არ მოქმედებს და მას ნავალნის მოკვლის საშუალებას აძლევს, ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩალის კაცის უაზრო რიტორიკა“, - განაცხადა სენატორის ქალიშვილმა.
ცნობისთვის, 31 მარტს პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა გამოაცხადა.