ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მხარეებმა დონბასში ვითარების ესკალაციის საკითხი განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენის სატელეფონო ზარამდე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ტარანმა აგრეთვე სატელეფონო საუბარი გამართეს.