პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო მოლაპარაკებებსა და ოპოზიციური პარტიების სამომავლო გეგმებს.
მისივე თქმით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტს კიდევ ერთხელ უნდა მიმართონ მანდატების შეწყვეტით მოთხოვნით.
ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდეს.
„ჩემი აზრით, ყველამ, ვისაც აქვს მანდატები, კიდევ ერთხელ უნდა მივმართოთ პარლამენტს, რომ შეგვიჩეროს მანდატები. მე ეს გადაწყვეტილება მიღებული მაქვს სერიოზულად და მგონია, რომ გასაკეთებელია.
დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი მიმდინარეობდა მომავალ გეგმებზე და რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯები, რა შეიძლება გააკეთონ პარტიებმა, მათ შორის ახლა იწყებენ მსჯელობას 15 მაისის აქციაზე. ჯერ ვერ მოგიყვებით ვერაფერს, შეთანხმება არაფერზე არ ყოფილა, რადგან მე ადრე გამოვედი“, – განაცხადა ჯაფარიძემ. “, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიციამ შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოს, თუ რატომ არ უქმდება მათი საპარლამენტო მანდატები.
სერგო ჩიხლაძის, თქმით, ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო დასავლელ პარტნიორებთან დიალოგის აუცილებლობას.
„დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ უნდა გავუგზავნოთ გზავნილი, რომ თუ რაიმე სანქციებზე, ან პირობებზეა საუბარი, ქვეყანას არ დაედოს არანაირი სანქცია, კონკრეტულ პირებზე გადავიდეს ეს წნეხი. ასევე ვისაუბრეთ 15 მაისის აქციაზე, ლოჯისტიკურ დეტალებზე. იმაზე, თუ როგორ ვაპირებთ რეგიონებში გასვლას“,- აცხადებს ჩიხლაძე.