მომიტინგეები ე.წ კომენდანტის საათს დემონსტრაციულად არღვევენ

ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს დემონსტრაციულად არღვევენ.

აქციაზე იმყოფებიან ცნობილი ხელოვანებიც, რომლებიც პარლამენტის წინ მუსიკალურ აქცია, პერფორმანს მართავენ. ამ წუთებში პარლამენტის წინ რობი კუხიანიძე მღერის.

სამოქალაქო აქტივისტთა და ოპოზიციის ნაწილი მოქალაქეებთან ერთად, რუსთაველზე დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობით მივიდა. ისინი ტერიტორიაზე დარჩენას მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ.