"თუ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი განახლდა, „რამდენიმე შენიშვნის გათვალისწინებით, „ქართული ოცნება“ მზადაა, დოკუმენტს ხელი მოაწეროს“, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდნარაძემ გადაცემაში განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციასთან კრისტიან დანილსონის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებაზე 5 პუნქტიდან ქვეპუნქტებად, 22 პუნქტი იყო გაწერილი, „ქართულ ოცნებას“ შენიშვნები მხოლოდ ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჰქონდა.
"ჩვენი ოპონენტებისთვის ხელისუფლების გადაბარება ერთადერთი გზაა, რომ დაასრულონ ეს ხელოვნური კრიზისი. ასეთი პრეცედენტის დაშვება ქვეყნის დანგრევას ნიშნავს. ამიტომ არაფერი წერია ვადამდელ არჩევნებზე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტში", - განაცხადა "იმედის" ეთერში მამუკა მდინარაძემ.
ჰედერ კონლი: საქართველოს პოლიტიკურმა მხარეებმა გვაჩვენეს, რომ მათთვის პოლიტიკური ვაჭრობაა მთავარი