დღეს ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება.
ქვეყანაში დილიდან გაიხსნება 12 000 უბანი, რომელზე ხმის მიცემის უფლებაც 6.7 მილიონ მოქალაქეს აქვს.
საპარლამენტო არჩევნებში სულ 6 985 კანდიდატია ჩართული - 22 პოლიტიკური პარტია, 8 კოალიცია და რამდენიმე დამოუკიდებელი კანდიდატი.
წინასწარი პროგნოზებით, ხმათა უმრავლესობას მმართველი კოალიცია მიიღებს. გამოკითხვებით, პარტია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ და მათი პარტნიორი „დემოკრატიულ ძალთა კავშირი“ ხმების 28%-ს მიიღებენ, ხოლო მათი მთავარი კონკურენტი „სოციალისტები“ – 20%-ს. რეიტინგში მესამე ადგილზეა პარტია „არსებობს ასეთი ხალხი“ და მოძრაობა „უფლებებისა და თავისუფლებებისთვის“, რომელთაც ამომრჩეველთა 13 ემხრობა.
როგორც ვარაუდობენ, არჩევნებში ერთი პარტია დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ხმებს ვერ მიიღებს და აუცილებელი იქნება კოალიციური მთავრობის ფორმირება.
საპარლამენტო არჩევნების პირველი წინასწარი შედეგები საღამოს გახდება ცნობილი.