ენტონი ბლინკენი NATO-ზე: ფასდაუდებელია ალიანსი, რომელიც ყველას უფრო უსაფრთხოსა და წარმატებულს ხდის

ამერიკის შერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების 72 წლისთავს ეხმაურება და აცხადებს, რომ NATO-ს როლი ფასდაუდებელია.

,,72 წელია კვლავაც ძლიერია. ფასდაუდებელია ალიანსი, რომელიც ყველას უფრო უსაფრთხოსა და წარმატებულს ხდის. ბედნიერ იუბილეს გისურვებთ", - წერს ბლინკენი Tweeter-ზე.