აშშ იმედოვნებს, რომ ჩინეთთან კლიმატის ცვლილების საკითხის მოსაგვარებლად თანამშრომლობას შეძლებს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კლიმატის საკითხებში ჯონ კერი იმედოვნებს, რომ კლიმატის ცვლილების საკითხის მოსაგვარებლად ჩინეთთან თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

,,ჩვენი იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ჩინეთთან ამ საკითხის გამკლავებას ”, - განუცხადა კერიმ ჟურნალისტებს არაბთა გაერთიანებული საემიროებში ვიზიტის დროს.

კერი მონაწილეობას მიიღებს შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის კლიმატის დიალოგში, რომელსაც აბუ დაბიში უმასპინძლებს. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში განაცხადეს, რომ დიალოგი ფოკუსირებული იქნება ეროვნულ და რეგიონალურ მზადებაზე, გაეროს კლიმატის სამიტის წინ, რომელიც ნოემბერში გლაზგოში ჩატარდება.

კერიმ თქვა, რომ ნოემბრის კონფერენციის წინ ქვეყნები განიხილავენ თუ როგორ უნდა შეამცირონ ქვანახშირის დამოკიდებულება.

ჩინეთმა პირობა დადო, რომ 2060 წლისთვის ნახშირბადი ნეიტრალური გახდება, ხოლო 22 აპრილს გლობალური კლიმატის სამიტზე აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გამოაცხადებს ემისიების შემცირების ახალ მიზანს.