ჟოზეპ ბორელი: შეშფოთებით ვაკვირდებით რუსეთის სამხედრო ქმედებებს უკრაინის გარშემო

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი შეშფოთებას გამოთქვას, რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო, უკრაინის გარშემო.

ბორელის თქმით, მან დონბასსა და ყირიმში რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.

„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას ვესაუბრე. სერიოზული შეშფოთებით ვაკვირდებით რუსეთის სამხედრო ქმედებებს უკრაინის გარშემო. ევროკავშირი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ურყევ მხარდაჭერას უცხადებს“, - წერს ბორელი Tweeter-ზე.