ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიანიმ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესები განახლდა. ინფორმაციას The Time Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ნეთანიაჰუ სასამართლოს წინაშე უკვე მესამედ წარდგა.
2020 წლის 28 იანვარს ისრაელის გენერალურმა პროკურორმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა იერუსალიმის სასამართლოს წარუდგინა.
ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ბრალდებები დაკავშირებულია მექრთამეობასთან, თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებასთან. ისრაელის პრემიერი საკუთარ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.