7 აპრილს ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინს შეხვდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

როგორც Public Radio Of Armenia ფაშინიანის პრესმდივნის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, შეხვედრა 7 აპრილს გაიმართება, იქამდე კი სომხეთის პრემიერი თვითიზოლაციაშია.

,,7 აპრილს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის გამო, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 2 აპრილიდან თვითიზოლაციიდან იმუშავებს”, - განაცხადა პრესმდივანმა.