ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საშუალებას აძლევს 2036 წლამდე ხელისუფლებაში დარჩეს

Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საშუალებას აძლევს მას კიდევ ორი ვადით იყაროს კენჭი, მას შემდეგ რაც მისი ამჟამინდელი ვადა დასრულდება.

გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტი რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, აღნიშნული კანონმდებლობა პუტინს გზას გაუხსნის 2036 წლამდე დარჩეს ხელისუფლებაში.