სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ რუსეთს სთხოვს აუხსნას უკრაინის საზღვართან "პროვოკაციები"

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, რუსეთმა უნდა განმარტოს უკრაინის სასაზღვრო ზონაში პროვოკაციების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მზად არის, პროცესში ჩაერთოს.

პრაისის განცხადებით, ვაშინგტონი შეშფოთებული იქნება მოსკოვის ნებისმიერი მცდელობით, დააშინოს უკრაინა, მოხდება ეს რუსეთის ტერიტორიაზე თუ უკრაინის შიგნით.

„ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს ესკალაციური მოქმედებებისგან. ჩვენ რუსეთს ვთხოვეთ ამ პროვოკაციების განმარტება. მაგრამ რაც მთავარია, ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან რაც მივუთითეთ, დარწმუნების გზავნილია. რა თქმა უნდა, რუსები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ მეზობლების დაშინებას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

ცნობისთვის, უკრაინამ, დასავლეთის ქვეყნებმა და NATO-მ რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო ტექნიკის მობილიზაციაში დაადანაშაულეს.