ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბორის ჯონსონმა აღმოსავლეთ უკრაინის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერს ბორის ჯონსონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც ცნობილია, მხარეებმა დონბასში სიტუაციის გამწვავება, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა და რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებების ჩაშლის მცდელობა განიხილეს.

,,რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ გამოწვევას უქმნის ევროკავშირის, NATO– ს წევრებსა და მთელი ევროპის უსაფრთხოებას. სატელეფონო საუბარში მადლობა გადავუხადე ბორის ჯონსონს მხარდაჭერისათვის.

ჩვენ ვგრძნობთ, რომ უკრაინა მარტო არ არის, მხარს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები გვიჭერენ", - წერს ზელენსკი Tweeter-ზე.