Reuters-ის ინფორმაციით, ირანი და აშშ იწყებენ ირიბ მოლაპარაკებებს ბირთვული შეთანხმების აღსადგენად.
გამოცემის ცნობით, ირანი და შეერთებული შტატები ვენაში ირიბ მოლაპარაკებებს იწყებენ, რომლის მიზანია ორივე ქვეყანამ სრულად შეასრულონ 2015 წლის ბირთვული შეთანხმება, რომელიც ვაშინგტონმა სამი წლის წინ დატოვა.
აღსანიშნავია, რომ თეირანმა არაერთხელ უარყო შტატებთან პირდაპირი და არაპირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა.
ვაშინგტონში კი განაცხადეს, რომ ირანთან ირიბი მოლაპარაკებების გამართვა რთული იქნებოდა.
,,ჩვენ არ ვართ ოპტიმისტები და არც პესიმისტები ამ შეხვედრის შედეგების მიმართ, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, რომ სწორ გზაზე ვართ, და თუ ამერიკის ნება, სერიოზულობა და პატიოსნება დადასტურდება, ეს შეიძლება იყოს უკეთესი ნიშანი უკეთესი მომავლისთვის. შეთანხმება და საბოლოოდ მისი სრული განხორციელება, ”- განუცხადა ჟურნალისტებს ირანის მთავრობის სპიკერმა.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური პირები იწყებენ არაპირდაპირი მოლაპარაკებებს ავსტრიის დედაქალაქში, სადაც პაქტი თავდაპირველად 2015 წელს იქნა მიღწეული.
სავარაუდოდ, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ოფიციალური პირები შუამავლის როლს შეასრულებენ. ასევე დაესწრებიან რუსეთი და ჩინეთი, როგორც 2015 წლის პაქტის მონაწილე ქვეყნები.
დასავლეთის დიპლომატმა Reuter-ს განუცხადა, რომ საფრანგეთი იქნება ორივე მხარის მთავარი თანამოსაუბრე.
მათივე ცნობით, გარიგების დარჩენილი მხარეები თავდაპირველად, ვენის სასტუმროში, მოსამზადებელი მოლაპარაკებების ფარგლებში შეხვდებიან. აშშ-ს დელეგაცია, სპეციალური დესპანის რობ მალის ხელმძღვანელობით, განთავსდება ახლომდებარე სასტუმროში.
ირანელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters განუცხადა, რომ შეხვედრის დროს ირანის დღის წესრიგში იქნება აშშ-ს ყველა სანქციის მოხსნა და ასევე ხაზი გაუსვა, რომ ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეის აზრით თეირანი ამაზე ნაკლებ საკითხს არ მიიღებს.
ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები იმ სანქციების სიების განსასაზღვრად, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა შეიძლება მოხსნას და რომლის სანაცვლოდ ირანმა ბირთვული ვალდებულებები უნდა შეასრულოს.
დიპლომატებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სურს შეთანხმების აღორძინება, მაგრამ აღნიშნეს, რომ ეს მოლაპარაკებებს მოითხოვს.