ევროკავშირის ლიდერები თურქეთში ჩავიდნენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი თურქეთს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის ლიდერები დღეს, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს შეხვდებიან.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები იქნება: მიგრანტთა საკითხი და ევროკავშირ-თურქეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების გზები.

ევროპელი ლიდერების განცხადებით, ევროკავშირი დაინტერესებულია რომ თურქეთმა „პოზიტიური წვლილი შეიტანოს“ ლიბიის, სირიისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების გადაჭრაში.

გასულ თვეში ევროკავშირის ლიდერებმა თურქეთთან თანამშრომლობის განახლების ახალი გეგმა შეიმუშავეს, თუმცა ოფიციალური ბრიუსელის თქმით, ურთიერთობებში პროგრესისათვის აუცილებელია ერდოღანის მხრიდან იმის დემონსტრირება, რომ თურქეთის ხელისუფლება მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალი ფურცლის გადაშალოს.

ანკარა, თავის მხრივ, დაჟინებით მოითხოვს ევროკავშირისგან, რათა ბრიუსელმა განაახლოს იმ შეთანხმების რეალიზება, რომელიც ევროპისკენ მიმავალი მიგრანტთა ნაკადის თურქეთის ტერიტორიაზე განთავსების სანაცლოდ მიალიარდობით ევროს კომპენსაციის გამოყოფას ითვალისწინებს. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ამ შეთანხმების დარღვევაში.

თურქეთი აცხადებს, რომ ბრიუსელისგან სრულად ვერ მიიღო დაპირებული დაფინანსება. ევროკავშირი კი ანკარისაგან მოითხოვს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რაც ევროკავშირიდან გაბრუნებულ მიგრანტთა მიღებას ითვალისწინებს.