ისრაელის პრეზიდენტმა ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირება ბენიამინ ნეთანიაჰუს დაავალა

The time of israel-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირება ბენიამინ ნეთანიაჰუს დაავალა.

ნეთანიაჰუს სამთავრობო კოალიციის ფორმირებისთვის 28 დღე აქვს.

პრეზიდენტის თქმით, ნეთანიაჰუს წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესის მიუხედავად, ქვეყნის კანონის შესაბამისად, ბრალდებულ პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილების გაგრძელება შეუძლია.

ცნობისთვის, ისრაელში ბოლო ორ წელიწადში საპარლამენტო არჩევნები მეოთხედ ჩატარდა, თუმცა უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო.