იენს სტოლტენბერგი: NATO შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო.

როგორც სტოლტენბერგი აცხადებს, მას სატელეფონო საუბარ ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან, სადაც აღნიშნული საკითხი განიხილეს.

„მე დავურეკე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა გამომეხატა სერიოზული შეშფოთება უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო. NATO მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვრჩებით ჩვენი მჭიდრო პარტნიორების ერთგულნი“, – წერს სტოლტენბერგი Tweeter-ზე.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება დაახლოებით ორი კვირის წინ გამწვავდა, როდესაც პრორუსი მებრძოლების მხრიდან გახსნილ ცეცხლს ოთხი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა. უკრაინის ხელისუფლება თავის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალისა და ტექნიკის მობილიზების შესახებ საუბრობს. გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში დაიღუპა კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო.