სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, თურქეთმა სომხეთის მიმართ პოლიტიკა უნდა შეცვალოს. ინფორმაციას Armenpress-ი ავრცელებს.
როგორც ფაშიანიანი აცხადებს, თურქეთმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა და სწორედ ამ მიმართულებით უნდა შეცვალოს ოფიციალურმა ანკარამ პოლიტიკა, რათა რეგიონში ეკონომიკური იმიჯის აღდგენა მოხდეს.
”თურქეთმა უზრუნველყო აზერბაიჯანის პირდაპირი სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერა, მან ასევე გადაიყვანა უცხოელი შეიარაღებული ტერორისტი მებრძოლები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. ამ კონტექსტში თურქეთმა უნდა შეცვალოს ეს აგრესიული პოლიტიკა სომხეთის მიმართ, გრძელვადიანი მშვიდობა და რეგიონში ეკონომიკური იმიჯის აღდგენა ”, - თქვა ფაშინიანმა.