რასა იუკნევიჩიენე: მხარს ვუჭერთ ევროპარლამენტარების განცხადებას, მათ შორის ფინანსური დახმარების შესაძლო შეჩერების ნაწილზეც

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეს აცხადებს, რომ სერიოზულ გზავნილს წარმოადგენს ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოსთვის დაფინანსების შესაძლო შეწყვეტის თაობაზე.

როგორც იუკნევიჩიანემ ჟურნალისტ ეგორ კუროპტევის მიერ ორგანიზებული დისკუსიის, „სამხრეთ კავკასიის დიალოგის პლატფორმის“ ფარგლებში განაცხადა, აღნიშნულ განცხადებას, ფართო მხარდაწერა აქვს.

,,ყველა ჩვენგანი უჭერს მხარს ამ განცხადებას, მათ შორის ევროპული კომისია, ევროპული საბჭო, მათ შორის ნაწილს ფინანსურ დახმარებაზე და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო შეჩერებაზე. ეს სერიოზულია, ხუმრობები არაა.

ახლა ვწუხვარ, რომ საქართველო სხვა ვითარებაში შედის. დიახ, რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ რეალობა ისაა, რომ მართალია ქართველები არასდროს იქნებიან რუსული (ალიანსის, კავშირის) ნაწილი, რუსეთი დღევანდელ რეალობაში როლს თამაშობს, დამალულია, მაგრამ მონაწილეობს. როგორღაც, ამ მოკლევადიან პერიოდში ის გამარჯვებულია. ვფიქრობ, არც ისე ხშირად ხდება, რომ ისეთი მაღალი დონის ევროკავშირის თანამდებობის პირი, როგორიც შარლ მიშელია, ჩართულია მედიაციაში. არავინ, არც ერთი მხრიდან, არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, დღეს მაქვს ეჭვები, მართლაც არის თუ არა ბიძინა ივანიშვილისთვის ევროატლანტიკური გზა პრიორიტეტი“, — განაცხადა მან.