დონბასში კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

დონბასის კონფლიქტის ზონაში კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლობა ავრცელებს.

ერთი-ერთი მებრძოლი ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქდა, ხოლო მეორე მოწინააღდეგე მხარის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად.

უკრაინის არმიის გაერთიანებული ძალების სარდლობის ცნობით, წუხელ ღამით, მსხვილკარიბლიანი ტყვიამფრქვევებისა და ნაღმსატყორცნების გამოეყენებით, მოწინააღმდგის ძალებმა 14-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

სეპარატისტული დონეცკის სარდლობა კი უკრაინას ადანაშაულებს ქალაქ დონეცკის გარეუბნის და სოფლის დაბომბვაში.

ბოლო დღეებში, ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიამ უკრაინაში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ასობით დარღვევის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ ინციდენტამდე, პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსულ ოპერაციებს 4 უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა და ორი დაიჭრა.

აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც 2014 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს საომარი კონფლიქტი პრორუსულად განწყობილ დონბასელ სეპარატისტებსა და კიევის სამთავრობო ჯარებს შორის, ორივე მხრიდან, 13 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

6 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ დონბასში მიმდინარე ომის დასრულების ერთადერთ გზად უკრაინის ნატოში გაწევრიანებაა, და პირდაპირ მიმართა ნატოს გენერალურ მდივანს ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის (MAP) მიცემის თხოვნით.

უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება.

Euronews-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გადაუმოწმებელ კადრებზე ჩანს, რომ რუსული ტანკები გადაადგილდნენ იმ ადგილებში, რომლებიც მოიცავს ანექსირებულ ყირიმს და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს.

.უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვს მოუწოდა ,,შეწყვიტოს სამხედრო ესკალაცია" და ,,დაუყოვნებლივ და უპირობოდ დაადასტუროს თავისი ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ".

ამასთან, რუსეთმა უპასუხა, რომ თავისუფლად შეუძლია შეიარაღებული ძალების განთავსება საკუთარ ტერიტორიაზე, როგორც თავად აირჩევს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ "სამხედრო მაღალჩინოსნებს ესმით, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის გაჩაღებას, საზიანო იქნება" .

რამდენად სავარაუდოა რუსეთის შეტევა და სად უნდა იყოს აქცენტირებული?

პიტერ დიკინსონმა, უკრაინისი ატლანტიკური საბჭოს კვლევითი ცენტრის რედაქტორმა, Euronews- ს განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა არ არის გამორიცხული.

,,2014 წელს არავის სჯეროდა, რომ უკრაინაში შეიძლება შეჭრილიყო. ვერაფერს გამორიცხავთ. რუსეთი და უკრაინა საერთოდ ვერ პოულობენ რაიმე სახის საერთო ენას. სამშვიდობო პროცესი თითქმის სრულ ჩიხშია", - განაცხადა დიკინსონმა.

მისივე თქმით, ზელენსკის პრეზიდენტად არჩევისას მოსკოვში გაჩნდა მოლოდინები, რომ პოზიციები შერბილდებოდა, მაგრამ ,,ქვეყანა საკმაოდ მკაცრი დარჩა საკუთარ პოზიციებში".

დიკსონი მიიჩნევს, რომ თუ შეჭრა ნამდვილად მოხდება, ,,ყველაზე ლოგიკური საფრთხე იქნებოდა უკრაინის სამხრეთით”.

კერძოდ, ,,ე.წ. სახმელეთო ხიდს შორის ოკუპირებული აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიასა და ყირიმს შორის, შესაძლოა ამ ორი ანკლავის დაკავშირება უკრაინის შიგნით და უფრო კონტროლირებადი ტერიტორიის მასის შექმნა”.